logo_geo
ნანკა კალატოზიშვილი: ეს დღესასწაული რაღაცნაირად ჩემია...
- +

4 იანვარი. 2017. 13:05


 

 

„მაქსიმალურად ვცდილობ, ამ დღესასწაულზე არაფერი დავგეგმო, არ ვიყო წამყვანი და ასე შემდეგ, შესაბამისად, ბევრ შემოთავაზებაზე ვამბობ უარს", - საუბრობს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში. მას ახალი წელი განსაკუთრებულად უყვარს და ყოველთვის ცდილობს, ამ ლამაზ დღესასწაულს სახლში შეხვდეს.


„ახალ წელს ტრადიციად მაქვს საჩუქრების ყიდვა. მთელი ამბავია ამ კუთხით. არა მარტო ბავშვებისთვის ვყიდულობ, არამედ მთელი ოჯახის წევრებისთვის და ნაძვის ხის ქვეშ ვალაგებ. ვგიჟდები ამ პროცესზე.

 

კერძების მომზადებაში ჩართული ტიპი არ ვარ. რომ იციან: აი, ეს საცივი ჩემი გაკეთებულია, - ეს არ მახასიათებს. მე უფრო საჩუქრებზე დავდივარ. ვგიჟდები, ისე მომწონს, როცა სხვებს ვახარებ. ყველა დღესასწაულზე მეტად მიყვარს.

 

ძალიან მიყვარს სახლში შეხვედრა და მერე გარეთ გამობოდიალება. წელსაც სახლში შევხვდი. საერთოდ, მაქსიმალურად ვცდილობ, ამ დღესასწაულზე არაფერი დავგეგმო, არ ვიყო წამყვანი და ასე შემდეგ, შესაბამისად, ბევრ შემოთავაზებაზე ვამბობ უარს. ეს დღესასწაული რაღაცნაირად ჩემია და შესაბამისად, ვცდილობ სახლში ვიყო.

 

რაც შეეხება შობას, დედა ანთებს ხოლმე ფანჯარასთან სანთელს. ამ დღესაც არსად გავდივარ. ახალ წელს 12-ის მერე, ხომ ბოდიალი იწყება. შობას არ მაქვს მსგავსი რამ, სახლშივე ვრჩები", - აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა.

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი