logo_geo
დავით მაღრაძე: საქართველოს ადგილი საქართველოშია...
- +

5 იანვარი. 2017. 01:24



„საქართველოს ადგილი საქართველოშია", - ამბობს პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და მათ შორის საქართველოს ადგილზე საუბრობს.


„ბევრის პრობლემა ის არის, რომ ჰგონია, ჩვენი ადგილი რუსეთ-საქართველო-ჩინეთის დაპირისპირების ეპიცენტრშია, თან ისე, რომ პროცესები ჩვენ ვმართოთ. ამ ზღვარგადასულმა, უპასუხისმგებლო ამბიციებმა მოგვიტანა მიწა-წყლის დაკარგვა...

 

ვფიქრობ, ტრამპის გამარჯვება მართლაც დიდი ცვლილებების ნიშანია. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა წარმოაჩინა ერთი ძალიან სერიოზული რამ - მედიის უკიდეგანო ფარისევლობა. ამიტომაც ტრამპმა მედიას აღარ მიაქცია ყურადღება და პირდაპირ ხალხს დაელაპარაკა. მთელი მართული მედია მის წინააღმდეგ იყო და ტრამპმა მოახერხა მისი დამარცხება, მთელი სისტემის დამარცხება, რომელიც ქმნის ტრენდს, რეცხავს ტვინს, სხვის სიმართლეს აქცევს ეპოქის გადმონაშთად და ა.შ.

 

ხალხმა დაინახა, რომ ის რობოტი არ არის, ცოცხალი ძალაა. პოლიტკონიუნქტურის დიქტატურის ეპოქა მთავრდება. ეს იგრძნო ადამიანმა, რომელიც არ არის ზომბად ქცეული კლიშეთი, რომლითაც ფიქრს აიძულებენ.

 

ახალ მსოფლიოში მიმდინარეობს კულტურისა და კონტრკულტურის ბრძოლა.

 

კულტურაზე იდეოლოგიური შეტევა ხორციელდება პოლიტიკით, ბიზნესით, მედიით, მასკულტურით, იაფფასიანი გასართობებით. კულტურაზე შეტევა იწყება ათი მცნების რევიზიით. საზოგადოება იწყებს ათი მცნების გადაფასებას, რაც შეკვეთილი ტენდენციაა. მთელი საკაცობრიო ისტორიის განმავლობაში ასე ხდებოდა - ადამიანებს არწმუნებდნენ, თავშეკავება ჩათვლილიყო შემზღუდავ კომპლექსად და პირველყოფილი ინსტინქტების გამოთავისუფლება წაექეზებინათ. მე კი მიმაჩნია, რომ კულტურის ისტორია არის თავშეკავების ისტორია ზნეობრივი ღირებულებების მსახურების ფონზე", - აცხადებს დავით მაღრაძე.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი