logo_geo
დავით დარჩიაშვილი: ვანო მერაბიშვილი მხარს უჭერდა პოლიტსაბჭოს ჩატარებას...
- +

13 იანვარი. 2017. 22:25




ე.წ. უგულავა-ბოკერიას ჯგუფის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსშიში"  ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, მერაბიშვილი  „პოზიციას თავად გააჟღერებს".


„დაახლოებით ჩემთვის ცნობილია, არაფერი საიუდუმლო იმაში არ არის, რომ როდესაც ჩვენ გვინდოდა 27 დეკემბერს პოლიტსაბჭოს მოწვევა, სადაც უნდა განგვეხილა ყრილობის ჩატარების წესები, რაზეც არ დაგვთანხმდა მეორე მხარე, პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა პოლიტსაბჭოს და ვერ შედგა. მაშინ ჩვენ ვანო მერაბიშვილსგანაც მივიღეთ შეტყობინება ციხიდან, მისი ადვოკატის მეშვეობით, (ვანო მერაბიშვილი პოლიტსაბჭოს წევრად ითვლება), რომ ის მხარს უჭერდა პოლიტსაბჭოს ჩატარებას, ეს ვიცით. დანარჩენი, ის თავის პოზიციას გააჟღერებს ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მისი მშობლიური მხარიდან სამცხე-ჯავახეთიდან არიან, დღეს ჩვენთან იდგნენ" , - განაცხადა დარჩიაშვილმა.


 

big_banner
არქივი