logo_geo
მირიან მირიანაშვილი „ნაციონალებზე“:სიმართლეს არცერთი მხარე არ ამბობს!
- +

13 იანვარი. 2017. 23:08



„საქართველოს გადარჩენის მოძრაობის" ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი მირიან მირიანაშვილი „ახალ თაობასთან" ინტერვიუში ენმ-თან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ სიმართლეს არცერთი მხარე არ ამბობს.


 „ქართული პოლიტიკა, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დაემსგავსა თეატრს. „ნაციონალური მოძრაობა" დახვეწილობითა და ორგანიზებულობით იქცა გამორჩეულ თეატრალურ დასად. მიამიტი მაყურებელი ვერ ხვდება, რომ ეს იმიტირებული სცენებია და იჯერებს, რომ დადგა „ნაციონალური მოძრაობის" აღსასრული. არადა, ეს დადგმებია, „ნაციონალურ მოძრაობას" კი არანაირი საფრთხე არ ემუქრება. წარმოდგენები შევარდნაძის დროსაც იმართებოდა. იმ სანახაობებში ხალხს არწმუნებდნენ, თითქოს ჟვანია და სააკაშვილი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ დაპირისპირებული მამალაძესთან. ვიცი ბინა, სადაც იდგმებოდა კონფლიქტური სპექტაკლები მთავრობის სხდომებსა თუ შენობების ფოიეში. დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა" ნიჭიერად აგრძელებს იმ ტრადიციებს. ცოტამ თუ იცის, რომ 2016 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა ბლოკის სახით მონაწილეობდა.

 

„ნაციონალური მოძრაობა" და ევროპული საქართველო ერთად გამოდიოდნენ და მათ ბლოკი ჰქონდათ, მაგრამ ეს ბევრმა არ იცის. ეს ბლოკი საგანგებოდ შექმნეს. გეგმები „ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერების მიზნით ადრევე, ასე, თებერვალში, შემუშავდა. ბლოკის შექმნა ერთი დეტალი იყო. არჩევნების შემდეგ ბლოკის ორივე პარტია ხდებოდა კვალიფიციური სუბიექტი. ასე მოხდა კიდეც. გარდა ამისა, „ნაცმოძრაობა" პარლამენტში მესამე ძალის შეყვანას გეგმავდა", - განაცხადა მირიანაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი