logo_geo
სოფო ხალვაში: ბავშვობის დროინდელი შეგრძნებები ყველა ადამიანის გონებაში ილექება, ამიტომ...
- +

14 იანვარი. 2017. 11:26


 

„ბავშვობის დროინდელი შეგრძნებები ყველა ადამიანის გონებაში ილექება, ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ შობა-ახალი წლის დღეები ჩემს შვილებს ლამაზად დავამახსოვრო", - ამბობს ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში მომღერალი სოფო ხალვაში და ერთ მისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ ახალ წელს იხსენებს. მომღერალი საშობაოდ აუცილებლად ამზადებს გურულ ღვეზელებს, გურმანია და ამიტომ კერძების მომზადებაც უზომოდ უყვარს.

 

„პირველ იანვარს თითქმის ყოველთვის ბათუმში ვხვდები. არ მავიწყდება განცდები, რომლითაც ახალ წელს ბავშვობაში ვხვდებოდი, რადგან ბავშვი მაინც სხვაგვარად აღიქვამს ყველაფერს. განსაკუთრებულად მახსენდება ერთი ახალი წელი, როცა ტელევიზიით აჩვენეს, როგორ ადიოდა სანტა კლაუსი ერთ-ერთ შენობაზე თავისი ხურჯინით. ეს ცნობიერებაში ჩამრჩა და დილას ნაძვის ხესთან საჩუქრები რომ დამხვდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ იმ სანტა კლაუსმა მომიტანა.

 

ბავშვობის დროინდელი შეგრძნებები ყველა ადამიანის გონებაში ილექება, ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ შობა-ახალი წლის დღეები ჩემს შვილებს ლამაზად დავამახსოვრო. თოვლის ბაბუას ან ვიძახებთ, ან დილით ნაძვის ხესთან მისი ნაფეხურები ხვდებათ, იქვე აწყვია საჩუქრები, რომელსაც ნატრობდნენ და ფურცელზე ჩამოწერილი ჰქონდათ.

 

საშობაოდ აუცილებლად ვამზადებ გურულ ღვეზელებს, რომელიც 7 იანვარს სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს. გურმანი ვარ და კერძების მომზადებაც უზომოდ მიყვარს. მოკლედ, დიასახლისობა კარგად გამომდის. ვერ ვხვდები, როცა ამბობენ, რომ სამზარეულოში ტრიალი არ მოსწონთ და რაღაც არ გამოსდით, რადგან ადამიანი თუ მოინდომებს, აუცილებლად ყველაფერი გამოუვა", - ესაუბრა „გზას"  სოფო ხალვაში. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი