logo_geo
სერგო ვარდოსანიძე: „ნაციონალების“ დაპირისპირების მიზეზი სააკაშვილის მეთოდები იყო...
- +

14 იანვარი. 2017. 12:30




პარტია „ნაციონალური მოძრაობა" ე.წ უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა, 21-მა დეპუტატმა, პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა, ასევე 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა დატოვეს. ისინი საქმიანობას „ევროპულ საქართველოში" განაგრძობენ.


„ევროპული საქართველო" იქნება თუ არა „ნაცმოძრაობისგან" მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური ძალა? - ამ კითხვით „რეზონანსმა" ისტორიკოს სერგო ვარდოსანიძეს მიმართა.


ვარდოსანიძის თქმით, პარტიის გაყოფის მიუხედავად, „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" განსხვავებული პოლიტიკური ძალები არ იქნებიან.


„მე ვფიქრობ, მათი დაპირისპირების ძირითადი მიზეზი იყო ხელმძღვანელობის ის მეთოდი, რაც ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა პარტიის ძირითადი ბირთვის მიმართ. თორემ, მსოფლმხედველობით და მიდგომებით ვფიქრობ, განსხვავებული პოლიტიკური ძალები მაინც არ იქნებიან", - განაცხადა ვარდოსანიძემ.

 





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი