logo_geo
გოგი თორაძე: ეს არის საბავშვო ბაღი, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს!
- +

14 იანვარი. 2017. 13:40



ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ისინი პოლიტიკურ საქმიანობას „ევროპულ საქართველოში" გააგრძელებენ.


პარტია 21-მა დეპუტატმა, პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა, ასევე 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა დატოვეს.


როგორც რეჟისორმა გოგი თორაძემ „რეზონანსს" განუცხადა, „ევროპული საქართველო" „ნაციონალური მოძრაობისგან" მკვეთრად განსხვავებული არ იქნება. მისი თქმით, მათი მუშაობის შედეგი ნულია.


არა მგონია, რომ მკვეთრად განსხვავებულები იყვნენ. იმიტომ, რომ მრწამსით და ხედვით ერთი გუნდი იყო. ახლა გაყოფით შინაგან აზროვნებას და სტრუქტურას ვერ შეცვლიან. ამით ამ პარლამენტს არავითარი შედეგი არ ექნება, რადგან მანდ კამათის და დავის გარდა არაფერი ხდება.

 

ორი პარტია ერთმანეთს ებრძვის და მოსახლეობა უყურებს ამ ყველაფერს. ეს არის საბავშვო ბაღი, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. მათი მუშაობის შედეგი ნულია და ასეც გაგრძელდება", - განაცხადა თორაძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი