ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე „რეზონანსს" „ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფაზე ესაუბრა და განაცხადა, რომ პარტიას ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის გამოყოფა ყველა თვალსაზრისით დააზარალებს.
„ჩემი აზრით, ეს ყველფერი გაანადგურებს პარტიას. შეიძლება ითქვას, „ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან მძიმე იქნება. ბოკერია-უგულავას გამოყოფა პარტიას ყველა თვალსაზრისით ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის", - განაცხადა ვარდოსანიძემ.