logo_geo
ნიკა მელია: უგულავამ შეურაცყოფა მიაყენა 500 000 ამომრჩეველს და არა - ნიკა მელიას!
- +

15 იანვარი. 2017. 21:23


 


„ძალიან სამწუხარო იყო ის რაც უგულავამ განაცხადა. ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღის გამოსული იყო ციხიდან და თანაგუნდელებს „ჯართს" უწოდებს, ადამიანურად ძალიან საწყენია. ამით შეურაცყოფა მიაყენა 500 000 ამომრჩეველს და არა ნიკა მელიას", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა. როგორც მელიამ განაცხადა, ე.წ. უგულავა-ბოკერიას ჯგუფის ენმ-დან წასვლით, პარტია არ გაყოფილა.



„ჯგუფი რომელიც გამოეყო პარტიას მათ თავიანთი არჩევანი გააკეთეს. მაგრამ, ის რომ მათ უნდათ წარმოაჩინონ, განსაკუთრებით კი გიგა ბოკერიას, რომ თითქოს პარტია გაიყო არის აფსურდი. არ გაყოფილა პარტია და ამას დაინახავს თავად გიგა ბოკერიაც!" ,- აღნიშნა მელიამ. 


 

big_banner
არქივი