logo_geo
პეტრე მამრაძე: უგულავას ციხეში ნამყოფი ადამიანის შარავანდედი აქვს მორგებული...
- +

15 იანვარი. 2017. 22:22


 

„ამ ფრთას არანაირი პოლიტიკური მომავალი არა აქვს, მათ შორის არავინ არ არის ქარიზმატული ფიგურა, რომელსაც შეუძლია მასების სიმპათიის მოპოვება, უფრო მეტიც - ბოკერიასნაირი ადამიანები აქტიურად გენერირებენ მოსახლეობის ანტიპათიაზე", - ამ სიტყვებით ექსპერტი პეტრე მამრაძე ე.წ. უგულავა-ბოკერიას ჯგუფს „რეზონანსთან" ინტერვიუში აფასებს.


„ამ ფრთას არანაირი პოლიტიკური მომავალი არა აქვს, მათ შორის არავინ არ არის ქარიზმატული ფიგურა, რომელსაც შეუძლია მასების სიმპათიის მოპოვება, უფრო მეტიც - ბოკერიასნაირი ადამიანები აქტიურად გენერირებენ მოსახლეობის ანტიპათიაზე. რაც შეეხება უგულავას, თავისი დესტრუქციული მუხტით საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს „ნაციონალური მოძრაობის" ბოკერიას ფლანგს. უგულავა ბოკერიას საერთოდ არ ცნობს ლიდერად, ბოკერიაზე უფრო მეტად ტელეფოტოგენურია და თანაც პოლიტიკურად დევნილის და ციხეში ნამყოფი ადამიანის შარავანდედიც აქვს მორგებული. ამიტომ იგი დამოუკიდებლად იზრუნებს თავის პოპულარობაზე და უფრო მეტ განხეთქილებას შეიტანს იმ ცნობილ სახეებში, ვინც დამოუკიდებლად თამაში მოინდომა", - განაცხადა მამრაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი