logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: თოვლის ბაბუა ზღაპრის გმირი არ არის, თუმცა კარგი თვალით ვუყურებ...
- +

16 იანვარი. 2017. 01:27




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, საყვარელი ზღაპრის გმირი ჯერ ვერ იპოვა, თუმცა საყვარელო პერსონა მაინც ჰყავს - ის თოვლის ბაბუაა.


სკანდალად ქცეული ზღაპრების შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ ,,პრაიმტაიმთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.


მისი თქმით, ის ზღაპრების შეცვლას არ აპირებს, თუმცა მიღწევად თვლის იმას, რომ მშობლები ზღაპრებში არსებულ პრობლემებზე დააფიქრა.


ალექსანდრე ჯეჯელავა: ,,რომ გითხრათ, ზღაპრებთან დაკავშირებით ძალიან ვნერვიულობ-მეთქი, ასეც არ არის. ჩემში ზღაპრებმა პროტესტი მაშინ გამოიწვია, როდესაც შვილებს ვუკითხავდი ზღაპრებს და 10 ზღაპრიდან 9-ს ვერ ვუკითხავდი და მეათეს გადავაკეთებდი ხოლმე. რატომ უნდა დახოცონ და გაჟლიტონ ყველაფერი და მერე შეაჭამონ ერთმანეთს. ეს არ მინდოდა ჩემს შვილებს მოესმინათ. ის რომ ეს ეროვნული ეპოსის ნაწილია გასაგებია, თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა დროს ხელისუფლება და ცენზურა ერეოდა და ზღაპრებში იმას დებდა, რაც უნდა ჩაედო. ყველაფრის გათანამედროვება უნდა მოვახერხოთთ. წინ უნდა გადავგდათ ნაბიჯები და უნდა განვვითარდეთ. როგორ ახლა დედების უმეტესობა ცვლის ჩუმ-ჩუმად ზღაპრებს თვითონ ისე, როგორც მისთვის მისაღებია, ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად.


- თქვენს საყვარელ ზღაპრის გმირს ეძებდით, საბოლოოდ იპოვეთ?


- ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირი არ მყავს. ბოლოს ვთქვი, რომ თოვლის ბაბუაა. ზღაპრის გმირი არ არის, თუმცა კარგი თვალით ვუყურებ. მინდა ისეთი ზღაპრის გმირები იყვნენ, ვინც ისწავლის იშრომებს და თავისი შრომით მიაღწევენ წარმატებას.


- გიფიქრიათ, რომელ ზღაპრის გმირს შეადარებდით საკუთარ თავს?


- ჩემს თავს ზღაპრის გმირს არ შევადარებდი. ის ზღაპარი რომ იარსებებს, სადაც ყველა შრომობს და სწავლობს. დიდი სიამოვნებით.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი