logo_geo
გიორგი ბერიძე: არ გამოვრიცხავ, ჟვანიასა და პატარკაციშვილის მკვლელობები თავად „ნაცებმა“ გახსნან და...
- +

16 იანვარი. 2017. 13:28



„არ გამოვრიცხავ, ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობები თავად ნაცებმა გახსნან და ერთმანეთს ყველაფერი წამოაძახონ", - ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბერიძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს.


ბერიძე „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ ვითარებასა და პარტიიდან ე.წ. ბოკერია-უგულავას ჯგუფის წამოსვლაზე საუბრობს.

 

„ნაცები" მოკვდნენ! აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ნაცპარტიის შიგნით იდეურ და დიალექტიკურ დაპირისპირებაზე, არამედ, უშუალო გაყოფაზე, ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე და იმ ნაძარცვ-ნაალაფარის მიტაცებაზე, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ მთელი ამ წლების განმავლობაში დააგროვეს. წყალი არ გაუვა - „ნაცმოძრაობა" განადგურებულია! ნაცპარტიაში ნამდვილი ომი და უბედურება ახლა იწყება! ყველამ კარგად იცის, რომ „ნაცების" ხაზინადარი და მთავარი დამფინანსებელი იყო კეზერაშვილი, რომელიც ადეიშვილთან ერთად სააკაშვილის ფაშისტური პარტიის შავ ფულს „ობშიაკს" აკონტროლებს. კეზერაშვილს „ნაცების" დაფინანსება მობეზრდა და სექტას ფულის მიწოდება შეუწყვიტა!" - აცხადებს გიორგი ბერიძე.


გიორგი ბერიძის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა პარტიას არაერთხელ გადმოურიცხა დიდძალი თანხა, თუმცა მან ამ დაფინანსების შედეგი ვერ დაინახა და დაფინანსება შეუწყვიტა. მისივე თქმით, კეზერაშვილის სოლიდური დაფინანსებით კობა ხაბაზს ორგანიზაციაც კი შეუქმნეს, მაგრამ ესეც უშედეგო გამოდგა.


„რაკი გამარჯვებულებს არ სჯიან, ე.ი. ისჯებიან წაგებულები. ახლა დადგა ის ეტაპი, როცა წაგებულები უნდა დაისაჯონ და ის სასჯელი მოიხადონ, რაც დაიმსახურეს!" - განაცხადა ბერიძემ.

 

აქვე გიორგი ბერიძე ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის საქმეებსს შეეხო და განაცხადა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილმა მოაკვლევინა.


რაც შეეხება ჟვანიას საქმის გამოძიებას, გიორგი ბერიძე არ გამორიცხავს, რომ „ჟვანიასა და პატარკაციშვილის მკვლელობები თავად ნაცებმა გახსნან და ერთმანეთს ყველაფერი წამოაძახონ".



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი