logo_geo
„ბოკერიას სტილია - პარტიის ფარგლებში არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რომ ადამიანები ურჩობისთვის დასაჯოს“
- +

16 იანვარი. 2017. 14:57



„პარტია ახალ ენერგიას მიიღებს, მეტი ადამიანი შეგვემატება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.


მისი თქმით, 20 იანვარს პარტიის ყრილობა ჩატარდება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას" ახალ ენერგიას შეჰმატებს. ნიკა მელიას განცხადებით, უგულავა-ბოკერიას ფრთის მომხრეებმა, ყველა ის ადამიანი, რომელიც ბოკერიას არ ეთანხმებოდა, საპარლამენტო სიიდან ამოიღეს და სამსახურიდან გაყარეს.


„ნაციონალურ მოძრაობას" 30 ათასი წევრი ჰყავს, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ ამ პარტიას ერთგულობენ. 20 იანვარსაც მრავალათასიან ყრილობას ჩავატარებთ და სიმართლე გითხრათ, ჩვენი მთავარი საზრუნავი დღეს უფრო ეს არის, ვიდრე ფრაქცია. პარტია ახალ ენერგიას მიიღებს, მეტი ადამიანი შეგვემატება.

 

როდესაც „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში იყო, საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ გუნდში ჭკვიანები არიან, მაგრამ სასურველის მისაღებად ყველაფერს იკადრებენო. ეს სწორედ ბოკერიას მმართველობის სტილი აღმოჩნდა - პარტიის ფარგლებში არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენეს, რომ ადამიანები ურჩობისთვის დაესაჯათ. კერძოდ, ვინც უბრალოდ, გაახმოვანა, რომ ბოკერიას არ ეთანხმებოდა, საპარლამენტო სიიდან ამოიღეს, თანამშრომლები სამსახურიდან გაყარეს და მეტიც, ფრაქციის თავმჯდომარის საჯაროდ დასჯა განიზრახეს. რაც მთავარია, ამას აკეთებდნენ იმ დროს, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ ორ დღეში „ნაციონალური მოძრაობის" რიგები უნდა დაეტოვებინათ.

 

ბოკერიამ პროცედურული ომი გამოაცხადა, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა გაეფუჭებინა", - განაცხადა მელიამ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი