logo_geo
„რატიანი-ბოკერიას საუბარს მოვკარი ყური, ნეტავ როდემდე უნდა მოვითმინოთ ამ გიჟის ხუშტურებიო“ - რეზიკო ოთარაშვილი
- +

16 იანვარი. 2017. 15:03



„რატიანი-ბოკერიას საუბარს მოვკარი ყური, ნეტავ როდემდე უნდა მოვითმინოთ ამ გიჟის ხუშტურებიო, კითხულობდა რატიანი (მივხვდი მიშას გულისხმობდა). ცოტაც მოიცადე და თავიდან მოვიშორებთო, ეუბნებოდა ბოკერია", - ამის შესახებ, „ნაცმოძრაობის" დუშეთის ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენელი რეზიკო ოთარაშვილი „კვირის პალიტრას" ესაუბრა.


ექს-ნაციონალის განცხადებით, თავდაპირველად, ბოკერია-რატიანის კლანმა სამი მიმართულებით დაიწყო მუშაობა, რათა სააკაშვილი როგორმე პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოსცილებოდა.


„სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ რაიონული ორგანიზაციების მიზანმიმართული განადგურება დაიწყო. ზოგი გაქცეული და დევნილი იყო, ზოგი პოლიტპატიმარი, ზოგიც სხვა ქვეყნის მოქალაქე და პარტია სანაგვეზე მიდიოდა... ამიტომ ბოკერია-რატიანის დაჯგუფებამ დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ სააკაშვილი როგორმე ჩამოსცილებოდა პარტიის თავმჯდომარეობას, თუმცა ამას სამი რამ უშლიდა ხელს: პირველი - სააკაშვილის, როგორც პერსონის ავტორიტეტი, მეორე - მისი ლობისტები დასავლეთში და მესამე - ფული. ბოკერია-რატიანის კლანმა ამ სამივე მიმართულებით დაიწყო მუშაობა... მიშას მხარდამჭერების შემცირება რიონულ ორგანიზაციებზე შეტევით სცადეს და გამოუვიდათ. მაგალითად, მცხეთაში თითო-ოროლა კაცი თუ არის დარჩენილი პარტიულ ორგანიზაციაში, დუშეთში მხოლოდ ერთადერთი ადამიანია... დარჩა მხოლოდ ის „სექტა", რომლისთვისაც მიშა დღემდე ავტორიტეტია. მე თითქმის ბოლო პერიოდამდე ვრჩებოდი „ნაც. მოძრაობის" წევრად და მომსწრე ვარ იმისა, თუ როგორ შეუზღუდეს რაიონულ ორგანიზაციებს დაფინანსება", - განაცხადა ოთარაშვილმა.


მისი თქმით, ის სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, თუმცა ოთარაშვილმა იჩივლა სასამართლოში და მოიგო პროცესი.


„დუშეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურის სპეციალისტი გახლდით და თანამდებობიდან უკანონოდ გამათავისუფლეს. მოვკიდე საბუთებს ხელი და ჩავედი პარტიის ოფისში... სანამ კარს შევაღებდი, რატიანი-ბოკერიას საუბარს მოვკარი ყური, ნეტავ როდემდე უნდა მოვითმინოთ ამ გიჟის ხუშტურებიო, კითხულობდა რატიანი (მივხვდი მიშას გულისხმობდა). ცოტაც მოიცადე და თავიდან მოვიშორებთო, ეუბნებოდა ბოკერია. ამ დროს შევედი და საუბარი შეწყვიტეს. რა თქმა უნდა, ჩემი პრობლემებით არც კი დაინტერესებულან. ამიტომაც უკან დაბრუნებულმა „ნაც მოძრაობა" დავტოვე, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება კი სასამართლოს გზით გავასაჩივრე და მოვიგე", - განაცხადა რეზიკო ოთარაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი