logo_geo
სოსო ოხანაშვილი: წინა ხელისუფლების პირები პატრიარქის რჩევებს არ ითვალისწინებდნენ...
- +

16 იანვარი. 2017. 18:08




სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაცვის უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენა.


მისი თქმით, პატრიარქმა რუსთაველზე მომიტენგეების დარბევისას ძალიან ინერვიულა. დაცვის უფროსის განცხადებით, ილია II-სთან წინა ხელისუფლების პირები რჩევისთვის ხშირად მიდიოდნენ, თუმცა არ ითვალისწინებდნენ.


„წინა ხელისუფლების დროს პატრიარქთან ხშირად მოდიოდნენ რჩევის საკითხავად უმაღლესი ხელისუფლების პირები, მაგრამ, რასაც პატრიარქი ეუბნებოდა, არაფერს ითვალისწინებდნენ. 2007 წლის ნოემბერში მე კოჯრის სპეცდანიშნულების სკოლის ხელმძღვანელი გახლდით და 8 ნოემბრამდე შვებულებაში ვიყავი.

 

7 ნოემბერს, როდესაც რუსთაველზე მიტინგი დაარბიეს, პატრიარქმა ძალიან ინერვიულა. მოგვიანებით, სანაპიროზე მორიგი დარბევის დროს, უამრავი ნაცემ-ნაბეგვი სამებას მოაწყდა თავშესაფრის ძიებაში. მახსოვს, სპეცდანიშნულების რაზმები ეზოში შემოვდნენ, თუმცა ტაძარში შემოსვლა ვერ გაბედეს. 8 ნოემბერს გამომიძახეს და მითხრეს, სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად 8-ში ქუჩაში გამოვსულიყავი. უარი განვაცხადე, რადგან ვთვლიდი, რომ მომიტინგე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სპეცდანიშნულების ძალების გამოყენება უკანონობა და უზნეობა იყო. ამის გამო 15 ნოემბერს სამსახურიდან დამითხოვეს და უკვე თადარიგის მაიორი მხოლოდ პატრიარქის დაცვის სამსახურში ვიყავი", - განაცხადა პატრიარქის დაცვის უფროსმა.


 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი