logo_geo
„ უგულავა ჩემს გამო არ დაისაჯა, იდეის გამო იყო ციხეში...“
- +

16 იანვარი. 2017. 22:30



საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში" თბილისის ყოფილ მერზე გიგი უგულავაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას ადამიანურად უხარია, რომ უგულავა თავისუფალია.


„მართლა ადამიანურად მიხარია, რომ ის არის გარეთ, ახალგაზრდა ადამიანი, ჯან-ღონით სავსე რამდენიმე წლით გაამწესეს საპატიმროში მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეძლო და როგორც შეეძლო თავისი უნარების ფარგლებში მე მეხმარებოდა თბილისის განვითარებაში, მე ამაში მადლობელი ვარ მისი, მიმაჩნია უკიდურეს უსამართლობად მისი დასჯა ამისთვის. ისიც ვიცი, რომ ის ძირითადად ჩემ გამო, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები, ივანიშვილის მთავარი პრობლემა ვარ მე. ის რომ ჩემ გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე. მესმის ფსიქოლოგია, როცა ვიღაცის გამო ისჯები, მტკივნეულია, მაგრამ ჩემ გამოც არ იყო, იდეის გამო იყო",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


 

big_banner
არქივი