logo_geo
გიგი უგულავა: სამწუხაროა, რომ სააკაშვილს ადეკვატურად მოქმედების შინაგანი რესურსი არ ეყო
- +

17 იანვარი. 2017. 16:01


 



„სააკაშვილი, როგორც ლიდერი, ვალდებული იყო, თანამებრძოლებსა და მხარდამჭერებთან ახალი მიდგომები გამოენახა, თუმცა ვერ შეძლო", - ამის შესახებ, თბილისის ყოფილმა მერმა, „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა გიგი უგულავამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.


გიგი უგულავას თქმით, „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის შეცვლის საკითხი 2013 წელსაც იდგა, თუმცა მაშინ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. თბილისის ყოფილი მერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პოსტის დატოვება მოუწია, სერიოზულ პოლიტიკურ დევნას განიცდის.

 

„სააკაშვილი, როგორც ლიდერი, ვალდებული იყო, თანამებრძოლებსა და მხარდამჭერებთან ახალი მიდგომები გამოენახა, თუმცა ვერ შეძლო. სწორედ ამიტომაც ვთქვი, რომ ის ჩვენი ლიდერობის ღირსი არ არის.

 

2013 წელს არავინ იყო ისეთი, არაადეკვატური სააკაშვილისთვის ეთქვა, რომ ჩვენ მასზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ვართ და ამიტომ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ დღეს უკვე ამის თქმა თამამად შემიძლია. სამწუხაროა, რომ სააკაშვილს დროსთან ერთად ადეკვატურად მოქმედების შინაგანი რესურსი არ ეყო. შედეგად  - დღეს „ნაციონალური მოძრაობაც" ერთი კაცის პარტია გახდა", - განაცხადა უგულავამ.

 

 


 

big_banner
არქივი