logo_geo
გიგი უგულავა: „ნაციონალური მოძრაობა“ „ტარას ბულბასავით“, როგორც შექმნა ისე დაანგრია მიშა სააკაშვილმა!
- +

17 იანვარი. 2017. 22:44



„თუ წყენაზე ვსაუბრობთ ვარ იმის გამო ნაწყენი, რომ დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი „ნაციონალური მოძრაობა" „ტარას ბულბასავით", როგორც შექმნა ისე დაანგრია მიშა სააკაშვილმა", - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გადაცემა „არჩევანში" ისაუბრა. უგულავამ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა არ უნდა მიეღო.


„ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დასრულდა, რადგან არჩევნებში მონაწილეობს. მაგრამ მანდაც გარკვეული კითხვები მაქვს. ვცდილობდი მიშასთვის ხმა მიმეწვდინა, მაგრამ გვიანი იყო. ფუნდამენტურად არასწორი ნაბიჯი იყო კიევიდან ოდესაში გადანაცვლება. შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა. ყველას გვეამაყება, რომ საქართველოს პასპორტი გვიდევს ჯიბეში, აქ არ არსებობს გამონაკლისები. მოქალაქეობა არ არის ფიქცია. ეს იყო პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯი. მას შემდეგ რაც მიიღე უკრაინის მოქალაქეობა, შენ ხარ უკრაინელი პოლიტიკოსი და მე საქართველოზე აღარ გელაპარაკები, რაც იყო მიშას არჩევანი. მთელი საპრეზიდენტო ცხოვრება რომ დააკლდა თავისი ატრიბუტიკით, ოდესის გუბერნატორობით ამის სიმულაცია მოახდინა. სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობა შეზღუდული აქვს. ივანიშვილს სააკაშვილი ვერ დაამარცხებს", - განაცხადა უგულავამ. 


 

big_banner
არქივი