logo_geo
გიგი უგულავა: მეჩვენება, რომ მიშა გადასულია საკუთარი ისტორიული ოდისეის წერაზე
- +

17 იანვარი. 2017. 23:59


 


თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გადაცემა „არჩევანში" საქართველოს ექს-პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა. უგულავას განცხადებით სააკაშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს


მეჩვენება, რომ მიშა გადასულია საკუთარი ისტორიული ოდისეის წერაზე, რომელსაც არანაირი კავშირი აღარ აქვს ხალხზე ზრუნვასთან. ფაქტობრივად, გამოდის, რომ იდეა არ არის არც ევროპული საქართველო, არც ძლიერი კეთილდღეობა, ადამიანების კეთილდღეობა, ქვეყნის NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანება. რანაირად არის მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სინონიმი, ამის პრეტენზია არ ჰქონია ილია ჭავჭავაძესაც კი და გუშინდელი საუბრიდან გამოვიდა, რომ ერთადერთი იდეა არის ერთი კონკრეტული ადამიანი, შინაარსისგან დაცლილი.

 

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას, არ არსებობს შეუცვლელი ადამიანები. პოლიტიკურ ფორმაში არ არის, რადგან შეცდომას შეცდომაზე უშვებს. როგორ შეიძლებოდა გამარჯვების ზეიმი ოფისის დაბრუნებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერსად ვერაფერს იმარჯვებ და ამას აღნიშნავ", - განაცხადა გიგი უგულავამ.


 

big_banner
არქივი