logo_geo
გიორგი ბერიძე: გვარამია პროკურატურის ხმალი და გილიოტინა იყო!
- +

18 იანვარი. 2017. 10:36


„მივმართავ ამერიკის ელჩს, ბატონ იან კელის - ბატონო ელჩო, სააკაშვილის ჯალათს, დამნაშავე ნიკა გვარამიას, რომელმაც უამრავი ოჯახი გააუბედურა, ხელს არ უნდა ართმევდეთ", - განაცხადა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში გიორგი ბერიძემ. ის ასევე მოუწოდებს პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება გვარამიას იმ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შესახებ, რომელიც მისი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება.

 

 „რატომ სცემეს ნიკა გვარამია მამამისის დასაფლავების დღეს? იმდენი ცოდვა აქვს ამ ნაძირალას ჩადენილი, ვერ დაითვლის! გვარამია იყო პროკურატურის იდეოლოგიური იარაღი, ხმალი და გილიოტინა, რომელიც ყოველგვარ ჯანსაღ აზრს სპობდა.

 

მივმართავ ამერიკის ელჩს, ბატონ იან კელის - ბატონო ელჩო, სააკაშვილის ჯალათს, დამნაშავე ნიკა გვარამიას, რომელმაც პირადად მე აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებით, სრულიად უკანონოდ დამაპატიმრა და უამრავი ოჯახი გააუბედურა, ხელს არ უნდა ართმევდეთ და არ უნდა ხვდებოდეთ!

 

მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება გვარამიას იმ ანტისახელწიფოებრივი და უკანონო საქმიანობის შესახებ, რომელიც მისი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება!", - აღნიშნა ინტერვიუში გიორგი ბერიძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი