logo_geo
ირაკლი გოგავა: სააკაშვილის პარტიას კიდევ ბევრი ადამიანი გაემიჯნება!
- +

18 იანვარი. 2017. 13:02


 

„სააკაშვილის ხელში დარჩენილ „ნაციონალურ მოძრაობას" ახლაც ერთადერთი ფუნქცია ექნება - მოემზადოს მორიგი სახელმწიფო გადატრიალებისთვის!", - ისაუბრა სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფის პროცესზე „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორმა ირაკლი გოგავამ. როგორც მან „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აღნიშნა, სააკაშვილი თვითრეალიზაციას უკრაინაში ცდილობს, მაგრამ იქაც არაფერი გამოსდის და მისი რეიტინგიც სულ რაღაც 3-4 პროცენტია. 

 

„ნაციონალური მოძრაობის" დაშლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და სააკაშვილის პარტიას კიდევ ბევრი ადამიანი გაემიჯნება, განსაკუთრებით, საქართველოს რეგიონებში!

 

სააკაშვილს არანაირი რესურსი აღარ აქვს! მართალია, მას ქართველი ხალხისთვის მოპარული მილიარდები შერჩა, მაგრამ ესეც ვეღარ უშველის!

 

სააკაშვილი ახლა უკრაინაში ცდილობს თვითრეალიზაციას, მაგრამ იქაც არაფერი გამოსდის. მისი რეიტინგი სულ რაღაც 3-4 პროცენტია.

 

სააკაშვილის ხელში დარჩენილ „ნაციონალურ მოძრაობას" ახლაც ერთადერთი ფუნქცია ექნება - მოემზადოს მორიგი სახელმწიფო გადატრიალებისთვის! ამიტომაც ხელისუფლებას სიფრთხილე მართებს, რომ ქვეყანაში არეულობა არ დაუშვას!", - აღნიშნა გოგავამ. 

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი