logo_geo
როდის დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა - ნიკა მელიას განცხადება
- +

18 იანვარი. 2017. 15:27


 

„არავის ეგონოს, რომ უგულავა-ბოკერიას გასვლა, მართლაც უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ გადაწყდა", - ამის შესახებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „კვირის პალიტრასთან" განაცხადა.


მისი თქმით, „ნაცმოძრაობის" დაშლა 30 ნოემბერს დაიწყო, ახლი კი პარტიაში განახლების პროცესი დაიწყება.


„ნაციონალური მოძრაობა" არ დაიშალა, პირიქით, განახლების პროცესი პარტიაში სწორედ ახლა დაიწყება. რაც შეეხება უგულავა-ბოკერას გასვლას, არავის ეგონოს, რომ ეს მართლაც უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ გადაწყდა. ყველაფერი 30 ნოემბერს დაიწყო, როდესაც „ნაციონალურ მძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდა და უმრავლესობამ ყრილობის 20 იანვარს 7 000 დელეგატის მონაწილეობით ჩატარებას დაუჭირა მხარი. ბოკერია მის გამართვას 2 000 დელეგატის მონაწილეობით გეგმავდა. ამ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ბოკერია, რომელიც საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია, დარწმუნდა, რომ ყრილობაზე მის მიერ ინიცირებული ყველა საკითხი ჩავარდებოდა, შესაბამისად, მართვის სადავეებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დაკარგავდა. ამიტომაც შეიმუშავა გეგმა, როგორ გასულიყო პარტიიდან, თანაც ისე, რომ „ნაცმოძრაობისთვის" მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი