logo_geo
გიგი უგულავა: სააკაშვილს ეჭვები ტანჯავდა, რომ...
- +

19 იანვარი. 2017. 11:32




„მიშას ვუთხარი, მთელ დარტყმას ავიღებთ ჩვენ, შენ კი იყავი პრეზიდენტი, ეს შენთვისაც პოლიტიკურად მომგებიანი პოზიცია იქნება-მეთქი", - ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის შეცვლის საკითხი 2013 წელსაც იდგა, თუმცა პასუხად სააკაშვილის არაადეკვატური რეაქცია მიიღო. როგორც უგულავამ აღნიშნა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებდა პარტია განახლებას.


„პარტიის  თავმჯდომარის შეცვლის საკითხი ჯერ კიდევ 2013 წელს დადგა. მაშინაც მწვავედ დავუპირისპირდი სააკაშვილს, ჩვენი საუბარი ლამის ჩხუბამდეც მივიდა. ჩემი პოზიცია იყო, რომ კარგი იქნებოდა, თუ სააკაშვილი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებდა, მხოლოდ ქვეყნის პირველი პირის სტატუსით შემოფარგლულიყო, პარტიის ლიდერად კი სხვა კანდიდატურა აგვერჩია.

 

მიშას ვუთხარი, მთელ დარტყმას ავიღებთ ჩვენ, შენ კი იყავი პრეზიდენტი, ეს შენთვისაც პოლიტიკურად მომგებიანი პოზიცია იქნება-მეთქი.

 

მაშინ, ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ნაკარნახევი იყო პირველ რიგში, მისი ინტერესებით - პარტია განახლების გზას დააგდებოდა და დარტყმასაც ჩვენს თავზე ავიღებდით, თუმცა მაშინ სააკაშვილისგან პასუხად არაადეკვატური რეაქცია მივიღე.

 

ამ დაპირისპირების შემდეგ პარტიის თავმჯდომარი შეცვლის საკითხი დღის წესრიგში კიდევე რთხელ დადგა. მათ შორის მაშინაც, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და მას საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერეს. ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა", - განაცხადა უგულავამ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი