logo_geo
გიორგი ბერიძე: ნიკა გვარამია კაცი რომ იყოს...
- +

19 იანვარი. 2017. 11:33


 

 

„ნიკა გვარამია კაცი რომ იყოს, როცა დამსახურებულად მოხვდა, პროკურატურაში კი არ გაიქცეოდა, იტყოდა - ლამის ჩემი შვილის ტოლია და მიპატიებიაო!", - საუბრობს გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში გიორგი ბერიძე. მისი თქმით, დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2" დამოუკიდებელ ძალად წარმოჩენას ცდილობს, სინამდვილეში კი, მაქსიმალური სარგებლის ნახვის მიზნით, სააკაშვილისა და ბოკერია-უგულავას გუნდებს შორის ლავირებს.

 

 „ნიკა გვარამიას ახლა აქვს იდეალური საშუალება იმისა, რომ ნაცების ორ ფრთას შორის ითამაშოს და თავისი ფასი ასწიოს ან დასწიოს! შესაბამისად, „რუსთავი 2" დღეს სააკაშვილისა და ბოკერია-უგულავას გუნდებს შორის ლავირებს და ორივე ძალას ეთამაშება, რათა მაქსიმალური სარგებელი ნახოს. დღეს „რუსთავი 2" დამოუკიდებელ ძალად წარმოჩენას ლამობს...

 

ნიკა გვარამია კაცი რომ იყოს, როცა დამსახურებულად მოხვდა, პროკურატურაში კი არ გაიქცეოდა, იტყოდა - ლამის ჩემი შვილის ტოლია და მიპატიებიაო! ამით ის ძალიან მოიგებდა და მთელი საქართველო მისკენ მიტრიალდებოდა, მაგრამ, ხომ გეუბნებით, კაცი არც თვითონ არის და არც შორეულ გარემოცვაში ჰყავს მსგავსი ვინმე!", - განაცხადა გიორგი ბერიძემ. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი