logo_geo
„მე და საზოგადოების“ დანერგვა უნდა მოხდეს არა მარტო საგნობრივი ინიციატივებით, არამედ კლასგარეშე აქტივობებითაც“
- +

19 იანვარი. 2017. 15:26




„ცნობიერების ცვლილებას იმიტომ ჰქვია ცნობიერების ცვლილება, რომ ის სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავან „გზასთან" საუბრისას განაცხადა.


ცნობილია, რომ სოციალური ცნობიერების ჩამოყალიბება ახალ საგანს - „მე და საზოგადოებას" უნდა დაჰკისრებოდა, თუმცა, მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი ერთ საგანში არ ეტევა. მისივე განცხადებით, ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია როგორც საგნობრივი ინიციატივები, ასევე კლასგარეშე აქტივობები.


„სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება ერთ საგანში არ ეტევა. რასაც „მე და საზოგადოების" გაკვეთილზე ასწავლიან, სხვა ფორმით ისტორიის, გეოგრაფიისა და ლიტერატურის გაკვეთილზეც უნდა ასწავლონ. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გააკეთა მათემატიკის სახელმძღვანელოს გენდერული ანალიზი. აღმოჩნდა, რომ ამოცანებში ბიჭები უფრო ჭკვიანებად და ნიჭიერებად არიან გამოყვანილი. მაგალითად: „გიგლამ დათვალა, რამდენი ცხვარი ჰყავდა და მაშომ კი - ვერა". ცნობიერების ცვლილებას იმიტომ ჰქვია ცნობიერების ცვლილება, რომ ის სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული.

 

„მე და საზოგადოების" დანერგვა უნდა მოხდეს არა მარტო საგნობრივი ინიციატივებით, არამედ კლასგარეშე აქტივობებითაც. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგსაც სჯეროდეს იმ პრინციპების, რასაც ასწავლის.

 

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, „მე და საზოგადოების" სახელმძღვანელოების მოსამზადებლად აუცილებელია ყველა მასალის საფუძვლიანი გააზრება", - განაცხადა ჯეჯელავამ

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი