logo_geo
გუგული მაღრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს
- +

19 იანვარი. 2017. 16:32




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ „რეზონანსთან" საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაზე გავლენას ვერ იქონიებს.


„დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა ქვეყნის ცხოვრებაზე რაიმე გავლენას ვერ მოახდენს. „ნაციონალური მოძრაობა" ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი ძირითადი გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობა და შესაბამისად, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

 

პოლიტიკური პრობლემები უკვე წარმატებით დავძლიეთ. ოპოზიციის ის მნიშვნელობა, რაც მას ჰქონდა „ნაცმოძრაობის" ტოტალიტარული რეჟიმის დროს, „ოცნების" ხელისუფლების პირობებში აღარ არის ისე აქტუალური, რადგან ხელისუფლება ისედაც ძალიან მგრძნობიარეა ყოველგვარი არადემოკრატიული გამოვლინებების მიმართ. თუმცა ცხადია იგი ყურადღებით ეკიდება და მოეკიდება ყოველგვარ ჯანსაღ კრიტიკას, ვისგანაც არ უნდა იყოს იგი", - განაცხადა მაღრაძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი