logo_geo
ალექსანდრე ქანთარია: ახლა ჩემი და ჩემნაირების პასუხისმგებლობის საკითხიც დგება
- +

19 იანვარი. 2017. 23:19


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსში" თბილისის ყოფილ მერთან დაკავშირებით ისაუბრა. ქანთარიას განცხადებით, გიგი უგულავა არც პოლიტპატიმარია და არც საერთაშორისო ზეწოლის შედეგად დაუტოვებია საპატიმრო დაწესებულება.


„ის დანაშაულებები, რომელიც ჩადენილია წინა ხელისუფლების მიერ, ბუნებრივია გიგი უგულავა ამის თანამონაწილეა. ახლა ჩემი და ჩემნაირების პასუხისმგებლობის საკითხიც დგება, რადგან მე მუდმივად ვამბობდი, რომ მან არამარტო თავისი თანაპარტიელები დაასაქმა, არამედ გაძარცვა ქალაქი, დააჭერინა ხალხი, მას ასევე ყველა დანაშაულში მიუძღოდა წვლილი და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მეგობრები დაუსაქმებია. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენ ვაბრალებდით? მე არ მგონია, რომ ჩვენ ვაბრალებდით რაიმეს. ის გამოვიდა სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც ჩემთვის ცოტა გასაკვირიც იყო, მაგრამ სასამართლოა და ვერაფერს ვერ ვიზამთ", - განაცხადა ქანთარიამ.


 

big_banner
არქივი