logo_geo
„როდესაც მინისტრი ამბობს, რომ წითელი ლამაზია, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გადაწითლდეს“
- +

20 იანვარი. 2017. 12:24



„როდესაც მინისტრი ამბობს, რომ წითელი ლამაზია, სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გადაწითლდეს", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა', ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალ „გზასთან" ისაუბრა.


მისი თქმით, ზღაპრის შინაარსი ადამიანის ცნობიერაბზე ახდენს გავლენას, სწორედ ამიტომაა ზღაპრის თემა მნიშვნელოვანი.


„ბიუროკრატია კარგი გაგებით ნიშნავს იმას, რომ მეცნიერებსა და სპეციალისტებს მისცე საშუალება, თავიანთი საქმე გააკეთონ. როდესაც მინისტრი ამბობს, რომ წითელი ლამაზია, სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გადაწითლდეს. ეს საბჭოთა სისტემის გადმონაშთია. მინისტრები არც სახელმძღვანელოებს წერენ და არც გაკვეთილების განრიგს ამტკიცებენ. მათი საქმე ორგანიზება და ადმინისტრირებაა. ხალხს ჰგონია, რომ თუ რაღაც არ მომწონს, იმას პროგრამიდან ამოიღებენ. სწორედ ამიტომ მივიღე ამდენი კრიტიკა ზღაპრებთან დაკავშირებით.

 

ზღაპარი ცნობიერების ფორმირების ინსტრუმენტია. თუ ზღაპარში არის ძალადობა, ცნობიერებაში იქნება ძალადობა, თუ ზღაპარშია ტყუილი, ცნობიერებაში იქნება ტყუილი, თუ ზღაპარშია გმირობა და პატრიოტიზმი - ცნობიერებაში გმირობა და პატრიოტიზმი იქნება. ამიტომ ზღაპრების თემა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჯეჯელავამ.


განათლების მინისტის განცხადებით, ზღაპარი სოციალური როლების ათვისების რესურსია.


„მზეთუნახავი, რომელიც კოშკში ზის, დალალებს ივარცხნის და პრინცზე ოცნებობს, ცნობიერებითი ხვრელია ანუ გამოდის, რომ ქალს თავად არაფერი შეუძლია და მამაკაცს უნდა ელოდოს?

 

ქართულ ზღაპრებში, ეპოსში, ლიტერატურაში უნდა მოვიძიოთ იმ ცნობიერების შემცველი ნიმუშები, რომლის დანერგვასაც ვაპირებთ. ზღაპარი ნამდვილად არის სოციალური როლების ათვისების რესურსი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი