logo_geo
დოდო ხურცილავა: ქუთაისის განვითარებას პარლამენტი არ სჭირდება!
- +

23 იანვარი. 2017. 11:52



თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა გაზეთ „რეზონანსთან" საქართველოს პარლამენტის მდებარეობასთან დაკავაშირებით საუბრობს. იგი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის დედაქალაქში უნდა იყოს.


„პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს, აბა, სად?! ვიცით, რატომაც გადაიტანეს თავის დროზე პარლამენტი ქუთაისში, ამათ კი აქციების არ ეშინიათ, იმიტომ, რომ იციან, არაფერს დააშავებენ ისეთს, რომ ხალხისთვის თვალებში შეხედვა შერცხვეთ. ხოლო თუ დააშავებენ, კარგად გაიგებენ ხალხის ხმას.

ქუთაისის განვითარებას პარლამენტი არ სჭირდება, ამისთვის საჭიროა დიდი ან პატარა ინდუსტრია. ქარხანა გაეხსნათ, რომ ხალხი დასაქმებულიყო. ბინების გაქირავებას საქმის კეთება სჯობია", - აღნიშნა დოდო ხურცილავამ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი