logo_geo
თემურ მირიანაშვილი: მარგველაშვილი იგივეა, რაც ბოკერია და უგულავა!
- +

25 იანვარი. 2017. 14:39




„ბიძინა რომ სააკაშვილს ჩამოათრევს, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ", - ამის შესახებ პუბლიცისტმა თემურ მირიანაშვილმა „ასავალ-დასავალთან" განაცხადა.


მისი თქმით, საკაშვილს არ შერჩება ის უბედურება, რასაც ატრიალებდა, მას ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ჩამოიყვანს საქართველოში და დაისჯება. რაც შეეხება უგულავას დაკავებისა და გამოშვების საკითხს, მირიანაშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაკავება არავის ნდომებია.


„ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი ქვეყნის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს ასე არ დატოვებს! ბატონმა ბიძინამ ძალიან კარგად იცის, ქვეყანა რომ ააშენო, დამსახურებულ ხალხსაც თავისი უნდა მიაგო და დამნაშავეებსაც... არ ვიცი, ეს დღეს იქნება თუ ხვალ, მაგრამ ბიძინა რომ სააკაშვილს ჩამოათრევს, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ!

 

რაც შეეხება უგულავას, მისი დაჭერა საერთოდ არავის უნდოდა, მაგ ყმაწვილმა იმდენი იხტუნა, თავი თვითონ დააჭერინა", - განაცხადა მირიანაშვილმა.


აქვე მირიანაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზეც გაამახვილა ყურადრება:  


„მარგველაშვილი იგივეა, რაც ბოკერია და უგულავა!" - განაცხადა თემურ მირიანაშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი