logo_geo
ნუგზარ წიკლაური: ბოკერია-უგულავას გუნდი გადამწყვეტ მომენტში ხალხთან არ დადგა და ამომრჩეველს უღალატა
- +

26 იანვარი. 2017. 11:09


მათ პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, პარლამენტში მანდატებს დატოვბდნენ - ყველამ კარგად იცის, რომ ისინი „ნაცმოძრაობის" დამსახურებით გახდნენ დეპუტატები", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური „კვირის პალიტრასთან" საუბრობს.


მისი თქმით, ყველასთვის გასაგებია ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობა" პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფმა დატოვა და ისინი გზას ისე განაგრძობენ, როგორც ნინო ბურჯანაძემ, ოქრუაშვილმა, „გირჩმა" და გიორგი ვაშაძემ განაგრძეს.


„დღეს ყველა ჯანსაღად მოაზროვნეს ესმის, რომ პარტია პოლიტიკოსების მცირე ჯგუფმა დატოვა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, „გირჩისა" და გიორგი ვაშაძის, მანამდე კი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის ბედს გაიზიარებენ. ბოკერია-უგულავას გუნდი გადამწყვეტ მომენტში ხალხთან არ დადგა და ამომრჩეველს უღალატა. ისე, მათ პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, პარლამენტში მანდატებს დატოვბდნენ - ყველამ კარგად იცის, რომ ისინი „ნაცმოძრაობის" დამსახურებით გახდნენ დეპუტატები", - განაცხადა წიკლაურმა.


 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი