logo_geo
თემურ მირიანაშვილი: რომ არა ივანიშვილი, დღესაც გიჟი პრეზიდენტი გვეყოლებოდა
- +

26 იანვარი. 2017. 14:24


„ნაცები ხომ დაიშალნენ, მაგრამ დაიშალნენ რესპუბლიკელებიც, რომლებიც, ჩემი აზრით, უარესი ძალა იყო საქართველოსთვის... დაიშალა ალასანიას პარტიაც", - ამის შესახებ პუბლიცისტი თემურ მირიანაშვილი „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.


მისი თქმით, ნაციონალები ერთმანეთს ძველ ცოდვებს ვერ გაუხსნებენ, რადგან ყველა ქმედება შეთანხებული ჰქონდათ. როგორც მირიანაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ნაციონალების დაშლა.


„ამ დანაშაულებს ესენი ერთად სჩადიოდნენ, ამდენად ძველ ცოდვებს ერთმანეთს ვერ წამოაძახებენ... როგორც ცხონებული პაპაჩემი საფლავიდან ვერ წამოდგება, ისე ნაცები ვერ გაერთიანდებიან და პოლიტიკაში ვერ მოვლენ! დარწმუნებული ვარ, მომდევნო პარლამენტში ნაციონალები აღარ იქნებიან და გაქრებიან! ამისთვის დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ბატონ ბიძინას... ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, დღესაც ის გიჟი გვეყოლებოდა პრეზიდენტად და მაშინ მართლაცდა ვაი, ჩვენი ბრალი! ნაცები ხომ დაიშალნენ, მაგრამ დაიშალნენ რესპუბლიკელებიც, რომლებიც, ჩემი აზრით, უარესი ძალა იყო საქართველოსთვის... დაიშალა ალასანიას პარტიაც... ეს ყველაფერი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. მართალი გითხრათ, ვერაფრით ვხვდები, როგორ მოახერხა ამ კაცმა ქვეყნისთვის ამდენი მტრული ძალის დაშლა და დანგრევა", - განაცხადა მირიანაშვილმა.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი