logo_geo
„ორივე მხარეს ქვეყნის წინაშე იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი, ბოლომდე ერთად ჩაიხრჩობიან ჭაობში“
- +

26 იანვარი. 2017. 16:09




„ვხედავდი, პარტიაში მოქმედებდა ჯგუფი, რომელსაც იდეა კი არ აერთიანებდა, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული", - ამის შესახებ ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების" ყოფილი წევრი მარინა მოლოდინი „კვირის პალიტრას" ესაუბრა.


მისი თქმით, პარტიაში ისეთი ადამიანები მდიდრდებოდნენ, რომელთაც „ნაციონალებში" მისვლამდე არაფერი გააჩნდათ, სწორედ მათ გადაწყვიტეს, რომ ლიდერი აღარ სჭირდებათ.


„წლების წინ მიშას პირადად ვუთხარი, გარემოცვა დაგღუპავს-მეთქი. ვხედავდი, პარტიაში მოქმედებდა ჯგუფი, რომელსაც იდეა კი არ აერთიანებდა, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული, თანაც წარმოუდგენლად დიდი ამბიციები კლავდათ... ჩვენს თვალწინ პარტიაში მილიონერთა ჯგუფი ჩამოყალიბდა. გამდიდრდნენ ისინი, რომლებსაც პარტიაში მოსვლამდე არაფერი ებადათ, მოიწყვეს ცხოვრება და ერთ მშვენიერ დღესაც გადაწყვიტეს, რომ მოძველებული ლიდერი აღარ სჭირდებათ", - განაცხადა მოლოდინმა.


მისივე განცხადებით, ბრძოლა „ნაცმოძრაობის" დანაყოფებს შორის იმდენად დიდხანს არ გაგრძელდება, რომ „პანდორას ყუთი" გაიხსნას.

 

„ორივე მხარეს ქვეყნის წინაშე იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი, ბოლომდე ერთად ჩაიხრჩობიან ჭაობში და ხმას არ ამოიღებენ... თუმცა, არ გამოვრიცხავ რომ „პანდორას ყუთის" გახსნა სიტუაციის პროვოცირებამ განაპირობოს", - განაცხადა მარინა მოლოდინმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი