logo_geo
ჯონდი ბაღათურია: ერთმანეთს თუ უღალატეს ამაში გასაკვირი არაფერია!
- +

27 იანვარი. 2017. 21:42


 

 

„ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე ოდიოზური და ყველაზე მიუღებელი ფიგურებისგან გაათავისუფლა მიშა", - განაცხადა „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „ნაციონალების" დაშლაზე საუბრისას „მარშალპრესთან" ინტერვიუში. ბაღათურიამ ასევე აღნიშნა, რომ ხალხის მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის გუნდს უფრო აქვს ვიდრე ე.წ. ბოკერია-უგულავას ჯგუფს.



„მიშას ჩამოსცილდა ბალასტი. რჩებოდა კიდევ ერთი ბალასტი ვანო მერაბიშვილის სახით, რომლისგანც გამიჯვნა მიშას არ აწყობდა, ეს კარგად არ გამოჩნდებოდა და მას თვითონ ვანო გაემიჯნა. ამით მიშამ ძალიან ბევრი ტვირთი მოიშორა. ახლა მიშას მანევრისთვის მეტი საშუალება მიეცა. ხალხის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მიშას გუნდს ექნება და არა მისი პარტიის რიგებიდან გასულებს, რადგან მათ რეიტინგს მიშა წევდა, ბოკერიას რეიტინგი არასდროს ჰქონია. ამომრჩეველი ჰყავს მხოლო მიშას. კი ცდილობენ უგულავასგან ლიდერის შექნას, თუმცა ეს გუნდი, როგორ პარტია ვერ შედგება. როგორც პარტია ის არჩევნებზე პროცენტნახევარსაც ვერ გასცდება, პირიქით უკუშედეგს გამოიღებს და მიშას მეტი საშუალება მიეცემა, რომ ვიღაცას რაღაცა დააბრალოს. აქამდე ის ვერავის ვერაფერს აბრალებდა, რადგან ერთი გუნდი იყვნენ, ახლა კი შეუძლიათ და ალბათ დაიწყება გადაბრალებები და ერთმანეთის მისამართით ტალახების სროლა.

 

ზოგადად მათ, ყველამ ერთად სააკაშვილის თამადობით სამშობლოს უღალატეს და ღალატობენ მუდმივად, ამიტომ ერთმანეთს თუ უღალატეს და ერთმანეთი გადააგდეს, ამაში გასაკვირი არაფერია. ახლა რომელმა რომელს უღალატა ეგ ერთმანეთში გაარკვიონ, ჩვენ ამის გარკვევით თავს არ შევიწუხებთ.

 

„ნაციონალების" დაშლის საფუძველი იყო უპერსპქეტივობა, მიხვდნენ, რომ მომავალი აღარ აქვთ. ამიტომ ე.წ. უგულავა- ბოკერიას ჯგუფმა საკუთარი მომავლის ძიება ახალი გზებით დაიწყო", - განაცხადა ბაღათურიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი