logo_geo
პეტრე მამრაძე: გიორგი მარგველაშვილი უცხოეთში უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს
- +

28 იანვარი. 2017. 13:40



„გიორგი მარგველაშვილის ყოველი გასვლა უცხოეთში არის პოლიტიკური ტურიზმი ბიუჯეტის ხარჯზე", - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


როგორც მამარაძემ აღნიშნა, მარგველაშვილი სრულიად შეუსაბამოა თანამდებობისთვის. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბევრმა თანამშრომელმა დატოვა თანხების არასწორად გადანაწილების გამო.


„ჩვენი დიპლომატებისგან ვიცი, როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს უცხოეთში საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი - მკვეთრად უარყოფითს! ტრაპზე რომ გამოჩნდება, უკვე ექმნებათ შთაბეჭდილება, რასაც წარმოადგენს. სრულიად შეუსაბამო პიროვნებაა თანამდებობისთვის.

 

ვიცი ადამიანები, ვინც წამოვიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რადგან თანხები არასწორად იხარჯება და ამის გამო შეიძლება, ჩვენც მოგვთხოვონ პასუხიო. მარგველაშვილის ვიზიტებს ქვეყნისთვის არაფერი კარგი არ მოაქვს. მან ქცევით დაასაბუთა ის, რასაც წლების წინათ, როგორც ფილოსოფოსი ამბობდა - საქართველო სახელმწიფო კი არა, სახელმწიფოებრიობანა და პამპულაობაა. მთავარია, ვინ არის პამპულა და ვის აქვს ბურთი ხელშიო. გიორგი მარგველაშვილი არ არის სახელმწიფოებრივი მოაზროვნე ადამიანი. გახსოვთ, ალბათ, პროკურატურის მიმართვის მიუხედავად, გრიფი „საიდუმლო" რომ არ ახსნა დოკუმენტს, რომელიც სააკაშვილის დანაშაულს ადასტურებდა. ახლაც, როდესაც მისი ცოლისძმა დააკავეს, ხოლო სიძე დაჭრეს, ამბობს, ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდებაო. გეგონებათ, თბილისში არ იცოდნენ სიმართლე", - განაცხადა მამრაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი