logo_geo
რამაზ საყვარელიძე: რუსეთს მოუწევს თბილისთან ლაპარაკი
- +

30 იანვარი. 2017. 18:08



ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე შეეხო ოკუპირებული რეგიონების და საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის მნიშვნელობის საკითხებს.


„როგორც კი რაღაც ეტაპი მოამთავრა რუსეთმა ამ რეგიონებთან ურთიერთობაში, ამოტივტივდა პრობლემა, რომ ეს რეგიონები უძირო ორმოა, ფულს აყრის და შედეგი გაცილებით ნაკლებია. ... პოლიტიკურად აღარაფერს აძლევს და ამ დროს ძვირი უჯდება, ამიტომ, ახლაც მგონია, რომ ამ რეგიონების თავიდან მოშორების იდეა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს. მათი თავიდან მოშორება კი ასე ადვილი არ არის, ეს რეგიონები ვის უნდა, საქართველოს გარდა?! არავის! ადრე თუ გვიან, დღის წესრიგში  ამ რეგიონების საკითხი რომ დადგება, რუსეთს მოუწევს ლაპარაკი თბილისთან.

 

საქართველო დასავლეთისთვის სტრატეგიული საკვანძო წერტილია, ამიტომ, ვფიქრობ, დასავლეთიც ეცდება, საქართველომ მოაგვაროს პრობლემები რუსეთთან, თუნდაც აქ რუსეთის ბაზების შენარჩუნების ფასად.

 

NATO და ევროკავშირი სწორედ ის კოზირებია , რომლებითაც შეგიძლია ელაპარაკო რუსეთს და ამ ვაჭრობის პროცესში უნდა დაელოდო, როდის დასუსტდება რუსეთი",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი