logo_geo
რომან კაკულია: ნაციონალებმა დღემდე ვერ მოახერხეს, „კასრების კადრები“ „შეცდომაზე“ მძაფრი სიტყვით შეაფასონ
- +

31 იანვარი. 2017. 13:47




„ოცნებაში" უნიათოები ნამდვილად არ არიან! „ოცნება" გაცილებით ადამიანურია, თუმცა, მახსოვს, კვალიფიკაციის პრობლემა პირველი ოთხი წელი ნაციონალებსაც ჰქონდათ და ძალიან სასაცილო რაღაცები ხდებოდა", - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა რომან კაკულიამ „ვერსიასთან" ინტერვიუში განაცხადა.


კაკულიამ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის ეტაპი გაიხსენა და განაცხადა, რომ მაშინ საქართველომ ნაბიჯი დემოკრატიისკენ გადადგა.


„მახსოვს, 2012 წლის პირველი ოქტომბრის ეიფორიის დროს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მეგობრებო, ჩვენ კი გავიმარჯვეთ, მაგრამ ისინიც, ვინც „ხუთიანი" შემოხაზეს, ჩვენი ძმები არიანო. ამ განცხადებას ხალხის ოვაცია მოჰყვა და მაშინ გავიფიქრე, დემოკრატიისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და, ქართველებო, თუკი თქვენზე რამე ცუდი მიფიქრია, უკან მიმაქვს-მეთქი, მაგრამ ნაციონალებმა დღემდე ვერ მოახერხეს, რომ „კასრების კადრები" „შეცდომაზე" მძაფრი სიტყვით შეაფასონ", - აცხადებს კაკულია.


კაკულიამ „ნაცმოძრაობის" წევრების დასჯასთან დაკავშირებითად ისაუბრა და თავისი ვერსიები განიხილა.


„იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ ადამიანების დასჯა, მინიმუმ, ორ ვერსიას განვიხილავდი: ერთი ის, რომ ვთქვათ, ალ კაპონე, რომელმაც ნახევარ ჩიკაგოს ყელი გამოჭრა, გადასახადების გადაუხდელობისთვის დაიჭირეს ანუ ვფიქრობდი, რომ თუ საკმარისი მტკიცებულებები არაა, არ შეიძლება, იმავე გზით ვიაროთ, რომლითაც ნაციონალები დადიოდნენ; მეორეც, დასავლეთში, შექმნილი იყო ილუზია, რომ საქართველო დემოკრატიის კუნძულია, თუმცა ის, რაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოხდა, ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა კი არა, თავისი შინაარსით, საარჩევნო უბნებზე ხალხის ამბოხი გახლდათ, მაგრამ ამის გაფორმება ჩვენთვისაც, ალბათ, მიუღებელი იყო, რადგან კიდევ 8 წელი უნდა მოგვეცადა, დემოკრატიული ქვეყანა რომ დაგვრქმეოდა. მოკლედ, ამ ორი პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი ნების განხორციელებაში თითქმის თავისუფლები ვერ ვიყავით", - განაცხადა კაკულიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი