logo_geo
რომან კაკულია: გიორგი კვირიკაშვილი არ „მკრიშავს“!
- +

31 იანვარი. 2017. 16:07


 

„საერთოდ არ მაქვს შეგრძნება, რომ „კრიშის" გარეშე ვარ! თუ დამიჯერებთ,  აბსოლუტურად თავისუფალი ვარ", - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა რომან კაკულიამ „ვერსიას" განუცხადა.


კაკულიამ მისი დ კვირიკაშვილის ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დეპუტატობა დღესაც არ ხიბლავს, თუმცა პრემიერ-მინისტრის გვერდში დგას. მისივე თქმით, მას დეპუტატობა ირაკლი კობახიძემ და გიორგი კვირიკაშვილმა ერთდროულად შესთავაზეს.


„გიორგი კვირიკაშვილს წელიწადზე მეტია ვიცნობ... საერთო მეგობრები გვყავს და ჩვენი ყველა შეხვედრა ღირებულებით ნაწილს ეხებოდა. პოლიტიკაში ყოფნა ვერასდროს წარმომედგინა და რომ მკითხოთ, დეპუტატობა დღესაც არ მხიბლავს, მაგრამ გიორგის გევრდში ვდგავარ, ირაკლი კობახიძესაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და კახისაც. სამივეს ვიცნობდი, მაგრამ არავის კვოტაში არ ვარ. ირაკლიმ და გიორგიმ დეპუტატობა ნამდვილად ერთდროულად შემომთავაზეს, თუმცა მაშინ გიორგის ირაკლიზე ახლოს ვიცნობდი და გადაწყვეტილებაც, ალბათ, უფრო გიორგიმ მიმაღებინა", - აცხადებს კაკულია.


კითხვაზე, დარჩება თუ არა „კრიშის" გარეშე კაკულია, იმ შემთხვევაში თუ კვირიკაშვილი პრემიერის პოსტს დატოვებს, რომან კაკულია აცხადებს, რომ მას არავინ „კრიშავს".


„ირაკლი კობახიძე ჩემთვის არანაკლებ ავტორიტეტია. ადამიანის მიმართ ორი კრიტერიუმი მაქვს - ღირებულებები და პროფესიონალიზმი. ამ ადამიანს ორივე აქვს, იმას კი, თუ რამე პოლიტიკურად შეეშლება, ისწავლის. მოკლედ, გიორგი კვირკაშვილი არ „მკრიშავს"! აქ მართლაც, მის გვერდში დგომისთვის მოვედი, მაგრამ რამდენიმე თემაზე არ ვეთანხმებოდი.

 

ხანდახან არის თემები, რომლებიც შეიძლება, არ მოგწონს, მაგრამ ობიექტურ მიზეზს რომ ხედავ, ამიტომ ჩერდები და არა იმიტომ, რომ ამ პარტიის წევრი ხარ. ლარიზაციაში ნაჩქარეობასაც ვხედავ, მაგრამ ქრონოლოგია ზუსტად ვიცი, ყველაფერი როგორ დაიწყო - საგარეო სიტუაცია დაიძაბა, ბიუჯეტის პრობლემა გაჩნდა და სავალუტო ფონდმა სასწრაფოდ ბიუჯეტის შევსება მოითხოვა", - განაცხადა კაკულიამ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი