logo_geo
ლია კრიალაშვილი: რაღა მტკიცებულება გინდათ, კაცი კამერის წინ ითხოვდა გვამებს!
- +

31 იანვარი. 2017. 18:23




„პროკურატურაში გია კრიალაშვილის საქმეზე წლების მანძილზე არაფერი ხდება", - ამის შესახებ მუხროვანის ამბოხის დროს ჩაცხრილული გია კრიალაშვილის დამ ლია კრიალაშვილმა „ასავალ-დასალავალთან" განაცხადა.


„დღესაც ვესაუბრე გამომძიებელს, ამბობენ, საკმარისი მტკიცებულებები არ არისო... რაღა მტკიცებულება გინდათ, თქვე დალოცვილებო, კაცი კამერის წინ ითხოვდა გვამებს! გია კრიალაშვილის მკვლელობისთვის პრემიებიც კი გაიცა! ამის დამადასტურებელი სიაც არსებობს 22 მაისით დათარიღებული, რომლის სათავეშიც ირაკლი კოდუაა. რომ მეუბნებით, მტკიცებულებები არ არისო, მაშინ მიპასუხეთ, რას ნიშნავდა პრემიერის განცხადება?! რის საფუძველზე თქვა, რომ გია კრიალაშვილი სკამზე მიაბეს და შემდეგ კიდევ ერთხელ დახვრიტეს?!" - აცხადებს კრიალაშვილი.  

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი