logo_geo
რომან კაკულია: ჩვენთან „კულტურული რევოლუცია“ ხდება
- +

1 თებერვალი. 2017. 17:00


 

რომან კაკულია: ქართველი ვერ გარკვეულა, ვინაა და ნებისმიერი გაურკვევლობა მტერი ჰგონია


„საზოგადოებას იმის პრობლემა კი არ აქვს, რომ არ იცის, ევროპა რა არის, არამედ, კარგად ის არ იცის, ქართველობა რას ნიშნავს", - ეს განცხადება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა რომან კაკულიამ „ვერსიასთან" ინტერვიუში გააკეთა.


რომან კაკულიამ ევროპის მიმართ ქართველების დამოკიდებულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქართველები ვერ გარკვეულან, ვინ არიან, ამიტომაც მათთვის ევროპული იდეოლოგიის მიღება ცოტა რთულია.


„საზოგადოებას, პირველ რიგში, საკუთარ თავში გარკვევაში უნდა მივეხმაროთ და ამის მერე ევროპასაც გაცილებით უკეთ გაიგებს და აშშ-საც. მაგალითად, მე-17 საუკუნის ქართველმა იცოდა, მისი იდენტობა რასთან იყო დაკავშირებული, ასევე, რელიგიისა და სამშობლოს დაცვის ადგილიც იცოდა. დღეს ჩვენთან, პრაქტიკულად, „კულტურული რევოლუცია" ხდება, რომელსაც სპონტანურად, თავისუფალი ბაზრის პრინციპით მივყვებით, არადა, მეტი გააზრება უნდა. მოკლედ, ქართველი ვერ გარკვეულა, ვინაა და ნებისმიერი გაურკვევლობა მტერი ჰგონია. საერთოდ, ციტირება არ მიყვარს, მაგრამ ერთი ადამიანი ამბობდა, როცა იდეოლოგია თავს გეხვევა, თავის წარმატებად იმას კი არ მიიჩნევს, რას დაგაჯერებს, არამედ, იმას, რომ შენში ნებისმიერი ალტერნატიული აზროვნების უნარი მოკლასო. იდეოლოგიური ზემოქმედების ყველაზე დიდი საშიშროება ისაა, როცა აზრი შენი გგონია, მაგრამ სინამდვილეში, შენი შინაგანი პროცესის მონაწილე არაა", - აცხადებს კაკულია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი