logo_geo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი შემოსავლების სამსახური ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში
- +

2 თებერვალი. 2017. 17:59



„ბოლო კვლევების მიხედვით, გადასახადების გადამხდელთა 90%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ აუდიტი შემოსავლების სამსახურში ძალიან მეგობრული და ბიზნესის დამხმარეა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.


ქუმსიშვილმა ბიზნესის წარმოების გამარტივების კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე შექმნილია ბიზნესსახლის კონცეფცია და ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.


„გადასახადის გადამხდელის წუხილი იწყება მაშინ, როცა შემოსავლების სამსახური ამოწმებს. ჩვენი შემოსავლების სამსახური ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს სამსახური, ფაქტობრივად, სრულ ელექტრონულ მომსახურებაზე გადავიდა გადასახადის გადამხდელთან. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა კანონმორჩილების გაზრდა, რათა ადამიანებს ესმოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გადასახადების გადახდა. გარდა ამისა, მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, თუ როგორ უნდა გადაიხადონ გადასახადები. როცა გასულ წელს ბიზნესის კეთების რეიტინგში 23-ე პოზიციიდან მე-16 პოზიციაზე დავწინაურდით, ეს სწორედ შემოსავლების სამსახურში განხორციელებული სწორი რეფორმების დამსახურება იყო. ზოგჯერ სამართლიანი პრეტენზიებიც აქვთ ჩვენს გადამხდელებს, მაგალითად, როცა გადასახადების დარიცხვა ხდება და გადასახადების გადამხდელი ამას არ ეთანხმება ან დიდხანს გრძელდება მისი შემოწმება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


როგორც პირველი ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აუდიტის პროცესის გამჭვირვალობაზე, რათა გადამხდელი ყველა პროცედურაში ჩართული იყოს.


„ბოლო კვლევების მიხედვით, გადასახადების გადამხდელთა 90%-ზე მეტმა ღნიშნა, რომ აუდიტი შემოსავლების სამსახურში მეგობრული და ბიზნესის დამხმარეა, დანარჩენი 10% ჩვენი საზრუნავია. აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ აუდიტის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე - როცა გადამხდელთან შევა აუდიტის დეპარტამენტი, მან ზუსტად უნდა იცოდეს, რა პროცესები და პროცედურები მიმდინარეობს და შესაბამისად, ყველა ამ პროცესსა და პროცედურაში უნდა ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობდა.

 

ჩვენ მეორე მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ - აუდიტის თანამშრომლებმა აბსოლუტურად სწორად და სამართლიანად უნდა დაარიცხოს ბიზნესს თანხა. როდესაც პრაქტიკა აჩვენებს, რომ დარიცხული თანხა სამართლიანი და ზუსტია, რა თქმა უნდა, ბიზნესი დაზოგავს იმ დროს, რაც მას გასაჩივრებაში ეხარჯება", - აცხადებს ქუმსიშვილი. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი