logo_geo
ია ნინიძე: პედაგოგმა უთხრა, ეს ახტაჯანა ისეთია, 5 ბავშვს ითამაშებს ერთდროულადო...
- +

4 თებერვალი. 2017. 13:04




„გრიმის, ძველი ნივთების სურნელმა მომაჯადოვა და კინო ჩემთვის იქცა იმ სამყაროდ, სადაც ჩემს გონებაში არსებული ყველა გმირი გაცოცხლდა", - ამის შესახებ მსახიობი ია ნინიძე „კვირის პალიტრასთან" საუბრობს.


ნინიძემ პირველი კინოროლი გაიხსენა და განაცხადა, რომ თავდაპირველად, საერთოდ არ სურდა მსახიობობა.


„პიონერთა სასახლეში დავდიოდი საბალეტო წრეზე. ერთ დღეს მეცადინეობაზე დასასწრებად შემოვიდა უცნობი მამაკაცი, თურმე გიორგი დანელია იყო თავისი ჯგუფის წევრებითურთ. მე ყველაზე ბოლოში ვიდექი, მაგრამ რატომღაც ყურადღება ჩემზე შეაჩერეს. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან სასაცილო ვიყავი, გამხდარი, წინ 2 დიდი კბილითა და ცოცხალი თვალებით. მაშინ 7 წლის ვიყავი. რომ მითხრეს, კინოში უნდა გადაგიღოთო, ცივად ვუთხარი, არ მინდა-მეთქი. მიუხედავად ამისა, მაინც აღმოვჩნდი „არ დაიდარდოს" გადაღებაზე", - აცხადებს ია ნინიძე.


მსახიობმა მეორე როლზეც ისაუბრა, რომელიც „ვერის უბნის მელოდიებში" შეასრულა. ნინიძეს თქმით, გადასაღებ მოედანზე ის და მაია კანკავა არ ჩერდებოდნენ, ცელქობდნენ.


„მაშინ 12-13 წლის ვიყავი, საბალეტო სკოლაში რიმა კარსანიძე „ვერის უბნის მელოდიებისთვის" ბავშვების ასარჩევად მოვიდა. ისე მოხდა, რომ მე კიბის მოაჯირზე ჩამოვსრიალდი და დავეჯახე. მან დამიჭირა, შემათვალიერა, და სანამ რამეს მეტყოდა, კარში მდგომმა პედაგოგმა უთხრა, ზუსტად მიაგენით, ეს ახტაჯანა ისეთია, 5 ბავშვს ითამაშებს ერთდროულადო.

 

მაია კანკავა გადაღებებზე გავიცანი. კარგი დუეტი გამოგვივიდა. ყველა რომ დავღალეთ ჩვენი ონავრობით, გიორგი შენგელაიამ გადია აგვიყვანა... საშინლად ცელქები ვიყავით, ხან ცხენები გავიტაცეთ, სან გრიმში ამოვისვარეთ.

 

ისევ სოფიკოსა და ბუბასთან ერთად აღმოვჩნდი გადასაღებ მოედანზე - „არ დაიდარდოში" ბუბა ჩემი ბიძა იყო, ახალ ფილმში კი - მამა. სოფიკო დედა იყო, მერე - დედინაცვალი, მოგვიანებით - დედამთილი, ოღონდ რეალურ ცხოვრებაში", - ამბობს ნინიძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი