logo_geo
გიორგი ვაშაძე: „ნაცმოძრაობაში“ ხელფასები ე.წ. ჯიგრული დამოკიდებულებით გაიცემოდა
- +

4 თებერვალი. 2017. 18:45




„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი და ამჟამად „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე „პრაიმტაიმს" „ნაცმოძრაობის" დაფინანსების საკითხზე ესაუბრა და განუცხადა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი კატასტროფა, რაც კი „ნაციონალებში" ხდებოდა.


„დაფინანსების წესი - ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა, რაც იყო „ნაციონალურ მოძრაობაში". გვქონდა იდეა, რომ მომხდარიყო პროგრამული დაფინანსება, ანუ პარტიის რომელიმე წევრი წარადგენდა პროექტს, იქნებოდა ეს აქცია თუ რაიმე სხვა ღონისძება და ამ პროექტით მოხდება თანხის გამოყოფა. ამაზე არ წამოვიდნენ. სამაგიეროდ, პარტიის ფინანსებს ხელფასებად ანაწილებდნენ მათთან დაახლოებულ ადამიანებზე. ე.წ. ჯიგრული დამოკიდებულებით გაიცემოდა ხელფასები. მაგალითად, ვიღაცას მისცემდნენ ორასს ან სამასს ლარს. ამით ყიდულობდნენ ამ ადამიანებს და მათ ლოიალობას. მთავარი ხაზინადარი კი გახლდათ მიხეილ მაჭავარიანი. სამწუხაროდ, ეს ჯგუფი დღესაც ფიქრობს, რომ ეს მართვის მექანიზმი ყველაზე მაგარია მსოფლიოში", - განაცხადა ვაშაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი