logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ჟურნალისტებს დამოუკიდებელ საქმიანობაში ბატონი ნიკა გვარამია უშლის ხელს!
- +

4 თებერვალი. 2017. 20:56


 


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა" უშლიან ხელს.


„რუსთავი 2"-ის თითოეულ ჟურნალისტს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ღრმად მჯერა როგორც პოლიტიკოსს, რომ თუ ვინმე უშლის ხელს მათ დამოუკიდებელ საქმიანობაში ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენელი და ეს არის ბატონი ნიკა გვარამია", - განაცხადა თალაკვაძემ. 


 

big_banner
არქივი