logo_geo
თათია მოლაშვილი: სულხანის ლიკვიდაცია ციხეშიც უნდოდათ, უბრალოდ, ვერ მოასწრეს!
- +

5 თებერვალი. 2017. 22:30



„სულხანის ლიკვიდაცია ციხეშიც უნდოდათ, უბრალოდ, ვერ მოასწრეს, არ ელოდებოდნენ ასე თუ გახმაურდებოდა სულხანის წამების ფაქტი და მთელი მსოფლიო გაიგებდა", - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მეუღლე თათია მოლაშვილი „აიპრესთან" საუბრობს. მის განცხადებით, სულხანის მიმართ წინა ხელისუფლების დამოკიდებულება განაპირებოა იმან, რომ თავი არ დაუხარა „ნაციონალებს" და  „საჯარო გახადა ის მასალები, რაც სააკაშვილის კორუფციულ გარიგებებზე ჰქონდა, როცა ეს უკანასკნელი იუსტიციის მინისტრი იყო."



„სულხანს ჰქონდა ის ღირებულებები, რაც მათ არ გააჩნდათ. ვერ იტანდნენ ეგენი კაცებს, ქართველებს, მართლმადიდებლებს, ოჯახის მოყვარულ ადამიანებს. თვითონ შვილებს გადაიფარებენ, საკუთარი ტყავის გადასარჩენად.

 

სულხანს ჰქონდა შეთავაზება გამოდი და თქვი, შევარდნაძე ვაკუუმშია, სრულ ინფორმაციას ვერ ფლობს, ქვეყანაში რა ხდებაო. რევოლუციამდე ურეკავდნენ, მომავალი მაღალჩინოსნები და ეუბნებოდნენ, გადმოდი ჩვენთან, დაადე ხელი შევარდნაძეს, და ყველაფერი კარგად იქნებაო. თანამდებობასაც შეინარჩუნებ და ხელშეუხებელიც იქნებიო, მაგრამ სულხანმა ეს არ გააკეთა. თავის ღირსებას, კაცობას ვერ უღალატა. ქვეყანას ვერ უღალატა.

 

თავი არ დაუხარა არავის და უკან არ დაიხია, გამოაქვეყნა და საჯარო გახადა ის მასალები, რაც სააკაშვილის კორუფციულ გარიგებებზე ჰქონდა, როცა ეს უკანასკნელი იუსტიციის მინისტრი იყო.

 

ესენი: სააკაშვილი, ბოკერია, ადეიშვილი და მერაბიშვილი არაკაცების ხროვაა. მე გთხოვთ, რომ ზუსტად ისე დაწეროთ, როგორც ვამბობ. ეს ჩემი უფლებაა და მე მაქვს ამის უფლება", - აცხადებს სულხან მოლაშვილის მეუღლე.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი