logo_geo
ვასილ მაღლაფერიძე: ტელევიზიაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ვიწრო ჯგუფი იღებდა
- +

7 თებერვალი. 2017. 16:52


 

„აღმასრულებელმა საბჭომ და მათ შორის, იმ ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებიც „საზოგადოებრივ მაუწყებელში" დამხვდნენ, ერთობლივად ტელევიზიის განვითარების ახალი ხედვა შევიმუშავეთ. ამ ხედვას საზოგადოებას გავაცნობთ და ფართო დისკუსიას გავხსნით, რომელშიც მონაწილეობა ყველა დაინტერსებულ პირს შეეძლება, მსგავსი პრეცედენტი ამ დრომდე არ ყოფილა, როგორც წესი, ტელევიზიაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ვიწრო ჯგუფები სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე იღებდა",- აღნიშნა გაზეთ „კვირის პალიტრაში" საუბრისას „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ.


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი იმ საკითხებსაც შეეხო, რომლებიც, სხვადასხვა საშუალებით, ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა,  კერძოდ, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვას. მაღლაფერიძის თქმით, ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი არასანდრო წყაროებზე დაყრდნობით. ახალი ხედვების გასაცნობად მაღლაფერიძე აპირებს, პირველ რიგში, შეხვდეს სწორედ ამ აჟიოტაჟით დაინტერესებულ მედიაექსპერტებს და მათთან გამართოს დისკუსია.


„მიზანი მხოლოდ ერთი გვაქვს, „საზოგადოებრივი მაუწყებელი" დაემსაგავსოს ტელევიზიას და ვიღაცებისთვის „კარმუშკის" ფუნქცია ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიცილოს", - აცხადებს მაღლაფერიძე.


მისივე თქმით, ძველი და ახალი მენეჯმენტის ხედვები ერთმანეთს დაემთხვა, რომელთა მიზანია,  „საზოგადოებრივი მაუწყებელი" კონკურენტულ ტელევიზიად იქცეს.


„ჩვენ და ჩვენი გუნდი საქმის რეალურად გაკეთებაზე ვართ ორიენტირებული",- აღნიშნა მაღლაფერიძემ.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი