logo_geo
გოგა ხაინდრავა: მარაზმია „რუსთავი 2“-ის მედიად წარმოდგენა!
- +

7 თებერვალი. 2017. 21:55



„რუსთავი 2" არის პოლიტიკურად ანგაჟირებული დაწესებულება, რომელიც საკუთარი პატრონის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ატარებს. სააკაშვილი ყველანაირი გზით ცდილობს ამ ქვეყნის დაქცევას", - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში ისაუბრა. ხაინდრავა ასევე შეეხო საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის და „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას კამათს და დასძინა, რომ ეს იყო შეურაცყოფა საზოგადოების და ჟურნალისტიკის.


„გვარამია რას წარმოადგენს გუშინწინ ვნახეთ ეთერში. მე ვფიქრობ, ესეთი შეურაცყოფა საერთოდ ამ პროფესიისადმი და საზოგადოებისათვის, წარმოუდგენელი ამბავია. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, რომელზეც ისინი სულ აპელირებენ, მსგავს ფაქტს ადგილი, რომ ჰქონოდა არხი დამთავრდებოდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ეს არის სრული მარაზმი, რაც იქ ხდება. ყველაზე დიდი მარაზმი კი - ამ დაწესებულების მედიად წარმოდგენაა. ქართული პრესა განსაკუთრებული ჟინით ცდილობს იმის დადასტურებას, რომ „რუსთავი 2" არის მედია. ეს ტელევიზია არ არის მედია", - განაცხადა ხაინდრავამ. 


 

big_banner
არქივი