logo_geo
გიორგი კეკელიძე: ეს სნობური განცდები და „უბნური პატრიოტიზმი“ ხელოვნურმა ელიტებმა შექმნეს
- +

8 თებერვალი. 2017. 00:07


 

„ხანდახან ჟურნალისტები მეკითხებიან, თქვენ ჩამოხვედით სოფლიდანო... ანუ, ნებისმიერი სხვა პატარა ქალაქი არ აღიქმება ქალაქად. ამ კითხვის მეორე და მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ სოფელი აღიქმება რაღაც ეგზოტიკურ მოცემულობად, რომლიდანაც ადამიანის წამოსვლა არის რთული ამბავი. იმ თვალსაზრისით, რომ შენ უკვე რაღაც მძიმე მოცემულობიდან მოდიხარ. ეს ასე არ არის. ამიტომაც ეს პრობლემებიც გვაქვს გადასალახი. სოფელიც და ქალაქიც არის სივრცე, სადაც ცხოვრობს ადამიანი. ადამიანი არის სამყაროს ცენტრში და ისინი ამ აზრით არ განსხვავდებიან. სხვა აზრით, ცხადია, კი", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე „აიპრესთან" ინტერვიუში.


„იქნებ იმიტომაა სოფლის ეგეთი აღქმა, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სოფელს უჭირს. არ არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც უნდა იყოს...

 

მგონია, რომ ეკონომიკური გარემო ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ნებისმიერი დეფინიციის განსაზღვრისას. სოფელს ძალიან უჭირს და სერიოზული ძვრებია მოსახდენი, მაგრამ რეალურად, ეს მაინც საბჭოთა ტიპის ინერციაა, რომელშიც ის არსებობის მეორე ნახევარში 60-70-80-იან წლებში აყალიბებდა ხელოვნურ ელიტებს, რომელიც ძირითადად იმდროინდელი ინტელიგენციის წარმომადგენლებზე იყო დაფუძნებული. ამ ელიტებმა საზოგადოებაში შექმნეს რაღაც სნობური განცდები, რომ არსებობდა სივრცეები, მათ შორის უბნებიც. ესეც არ არის საქმე, რომ მხოლოდ ერთი ქალაქი იყოს ამასთან დაკავშირებული, პირიქით, შეიძლება, რიგ შემთხვევაში ეს გაუგებარი უბნური პატრიოტიზმიც არსებობდეს.

 

ეს არ წარმოადგენს ამ უბნის ყველა მცხოვრებს. მე ძალიან კარგი ადამიანები შემხვედრია ნებისმიერი უბნიდან, მაგრამ ის, რომ ზოგჯერ ტენდენციას ვხედავთ, შეიძლება, უფრო მეტ პრობლემად გვყავდეს ადამიანი, რომელიც სხვა უბანშია, სხვა სოფელში, სხვა ქალაქში, მაგრამ ცდილობს, გამოვიდეს იმ სივრციდან და გახდეს იმის ნაწილი, რომელიც მას დასცინის, რეალურად ესეც დიდი პრობლემაა. აზროვნების კრიზისის ნაწილიც არის",- აღნიშნავს კეკელიძე. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი