logo_geo
ენძელა მაჭავარიანი: საქართველოდან ევროპაში ოთხიც წავა და ათიც, მაგრამ ყველა დაბრუნდება
- +

8 თებერვალი. 2017. 17:39


 

ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა. მანამადე მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, რაც დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და იმ უკეთესი მომავლის შექმნაში, რასაც ჩვენი ხალხი და ქვეყანა იმსახურებს", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა „ახალ თაობას" განუცხადა.


მაჭავარიანი იმ სიკეთეებზე საუბრობს, რასაც ევროპა საქართველოს მოუტანს. მისი თქმით, ამიერიდან მოქალაქეებს ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი თავის რეალიზებისთვის.


ევროპა, თავისთავად, მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი არ არის, ევროპა არის კრებული ღირებულებებისა, რომელზეც თანხმდებიან  განსხვავებული იდენტობის მატარებელი ადამიანებიევროპა არის განსხვავებულთა ერთობა და ჩვენ ევროპისთვის საინტერესონი ვართ სწორედ ჩვენი  ტრადიციებით, თვითმყოფადი კულტურით, ჩვენი იდენტობით. ევროპა განსხვავებულთა ერთობაა, მაგრამ თანხმდება ძირითად ღირებულებებზეამიტომ შიში იმისა, ხომ არ დავკარგადვთ ჩვენს თვითმყობადობას, ჩვენს ტრადიციებს, ვფიქრობ, სრულიად უსაფუძვლოაამის დადასტურებაა თუნდაც ის  ფაქტი, რომ ჩვენი ანბანი, დედა ენა, ქვევრის ღვინო  იუნესკომ მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობად აღიარა...

 

1981 წელს, როდესაც ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოვიპოვეთ, ევროპაში ფურორი მოვახდინეთ. მსოფლიო ფეხზე იდგა და ქედს იხრიდა ჩვენი ფეხბურთელების წინაშე. წუთით დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ, როგორი მომავალი ექნებოდა ყიფიანს, ჩივაძეს, დარასელიას, გუცაევს,  ყველას ვერ ჩამოვთვლი, ყველა მათგანი ვარსკვლავი იყო და საშუალება რომ ჰქონოდათ, მართლაც იბრწყინებდნენ ევროპულ გუნდებში... მინდა, ჩვენი შესვლა ევროპაში, ისეთივე საზეიმო იყოს, როგორც იმ თასის მოპოვება. ქართველ ხალხს ეს შეუძლია და მე ჩემი ხალხის ნამდვილად მჯერა", - ამბობს მაჭავარიანი.


როგორც პარლამენტის წევრი აღნიშნავს, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ქართველთა სამუდამოდ ევროპაში წასვლას არ გამოიწვევეს, რადგან მათ „საკუთარ მიწაზე ურჩევნიათ სიკვდილი".


„საქართველოდან ევროპაში ოთხიც წავა და ათიც, მაგრამ იმაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაბრუნდება, ქართველს, განცხრომით სხვაგან ყოფნას, საკუთარ მიწაზე ურჩევნია სიკვდილი. ავიღოთ მარტივი მაგალითი, სადაც კი ადამიანებმა ხის გათლა ისწავლეს, პირველ რიგში ნავები გამოთალეს და მოგზაურობა დაიწყეს. ქართველებმა კი, მიუხედავად იმისა, რომ ზღვისპირა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ნავის ნაცვლად საწნახელი გამოთალეს, ღვინო დაწურეს და სტუმარს, ამბის მომტანს  სახლში დაუწყეს ლოდინი. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ხალხი საკუთარ მიწას საბოლოოდ არ მიატოვებს და შინ აუცილებლად დაბრუნდება, რადგან ასეთ პირობებში წასვლაც ადვილი იქნება და დაბრუნებაც", - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი