logo_geo
შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილი ორ ფრონტზე ძალიან სერიოზულ თამაშს იწყებს!
- +

9 თებერვალი. 2017. 12:16



„რაც ნაცებში მოხდა, სინამდვილეში ბლეფია! თუ ამ ხელისუფლების უშიშროებას ჰგონია, ნაცები დავშალეთო, გეტყვით, რომ ნაცების დაშლა წარმოუდგენელია, რადგან ისინი სექტაა!" - ამის შესახებ უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.


მისი თქმით, ნაციონალებმა იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობის" სახელით ვერ გაიმარჯვებენ, ამიტომაც დაიშალნენ სხვადასხვა პარტიად. ახლა კი, მათი მთავარი საზრუნავი დაფინანსებაა.


„ერთმანეთში მოლაპარაკებულები არიან, რამდენიმე ნაწილად დაიშალნენ და საჭირო მომენტში ისევ გაერთიანდებიან! ნაცები მიხვდნენ, რომ ამ სახელით - „ნაციონალური მოძრაობა" - ისინი ვერასოდეს გაიმარჯვებენ და ამიტომაც დაიშალნენ „გირჩად", „მოძრაობა თავისუფლებისათვის", ბურჭულაძის პარტიად და ა.შ. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამას ხვდება და ამიტომაც დაიწყეს ლაპარაკი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, რომლის ძალითაც საპარლამენტო არჩევნებში პარტიულ ბლოკებს მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ!

 

ნაცებმა თავი გადაირჩინეს, თავი „გაითეთრეს", ახლა დაფინანსების წყაროებს ეძებენ და ძალებს იკრებენ... დააკვირდით, მთელ ოპოზიციურ ნიშს ნაცები იკავებენ, მეორე ოპოზიციური ძალაც და მესამე ოპოზიციური ძალაც ნაცები არიან, რომლებიც მომდევნო არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსს" ჩაჩოჩებას უპირებენ! ეჭვი არ შეგეპაროთ, ევროპული საელჩოები და ამერიკის საელჩოც მხარს დაუჭერენ და დააფინანსებენ კიდეც... მოვუწოდებ ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებს: ფრთხილად, სააკაშვილი ორ ფრონტზე ძალიან სერიოზულ თამაშს იწყებს!" - აცხადებს ხაჭაპურიძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი